თბილისის სასულიერო სემინარიის შენობაზე ლორის-მელიქოვის (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის) ქუჩის მხრიდან ფლიგელის მიშენების პროექტი.
პროექტი განხილული და დადასტურებული იყო თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების ტექნიკოსების მიერ 1890 წლის 21 აპრილის #20 ოქმით. ხელს აწერდნენ საგუბერნიო ინჟინერი და საქმის მწარმოებელი. პროექტს 1890 წლის 23 აპრილს ამტკიცებს თბილისის გუბერნატორის ტექნიკოსი შერვაშიძე. მიშენების პროექტის ავტორი გახლდათ თბილისში არაერთი შენობის ავტორი, არქიტექტორი - ლეოპოლდ ბილფელდი.
თბილისის ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობის გვერდითი ფლიგელი ლორის-მელიქოვის (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის) ქუჩის მხრიდან.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
თბილისის ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობის, დღევანდელი შალვა ამირანაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების მუზეუმის, გადაკეთების პროექტი.
თბილისი, 1914 წლის 21 მარტი.
პასკევიჩ-ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნის გენერალური გეგმა.
თბილისი, 1884 წლის 15 ოქტომბერი.
თბილისის პირველი ოპერის თეატრის შენობა და სემინარია.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
ხედი ბოტანიკური ბაღიდან.
ცენტრში - თბილისის პირველი ოპერის თეატრისა და სასულიერო სემინარიის შენობები.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
მხატვარ გრიგორი გაგარინის მიერ საქალაქო თეატრის ინტერიერისთვის შესრულებული ესკიზები.
თბილისი, 1851-1852 წლები.
მხატვარ გრიგორი გაგარინის მიერ შესრულებული თბილისის თეატრის განუხორციელებელი პროექტის ესკიზები - შენობის მთავარი ფასადი
თბილისი, 1887-1888 წლები.
მხატვარ გრიგორი გაგარინის მიერ შესრულებული თბილისის თეატრის განუხორციელებელი პროექტის ესკიზები - შენობისა და მაყურებელთა დარბაზის სიგრძივი ჭრილი.
თბილისი, 1887-1888 წლები.
მხატვარ გრიგორი გაგარინის მიერ შესრულებული თბილისის თეატრის განუხორციელებელი პროექტის ესკიზები - სცენის თაღი და მაყურებელთა დარბაზის მარჯვენა კედლის ნაწილი.
თბილისი, 1887-1888 წლები.
ზედა ფოტო - თბილისის სახაზინო თეატრში მოწვეულ იტალიელ მსახიობებთან დადებული კონტრაქტი. დედანი, იტალიურ ენაზე.
თბილისი, 1871 წლის 16 მარტი.
ქვედა ფოტო - მომღერალი არნოლდსონი ოპერიდან „ევგენი ონეგინი“.
მომღერალი ა. ბონაჩიჩი, დონ ხოზეს როლში, ბიზეს ოპერიდან „კარმენი“.
მომღერალი მრავინი (მეცო სოპრანო), როლში ბიზეს ოპერიდან „კარმენი“.
იტალიური ოპერის დასის მსახიობები ფიგნერი და მედეა ფიგნერი, სცენა ბიზეს ოპერიდან.
ოპერის მომღერალი მატია ბატისტინი (ბარიტონი).
ზაქარია გაბრიელის ძე თამამშევის მიერ პასკევიჩ-ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე არსებული ქარვასლის შენობის კაპიტალური რემონტისა და შენობის ჩრდილოეთ კუთხეში კიბეების მოწყობის პროექტი დამტკიცებული 1912 წლის 21 ივნისს.
არქიტექტორთა საბჭომ პროექტი განიხილა და ტექნიკური თვალსაზრისით მოიწონა 1914 წლის 4 სექტემბერს. თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილებამ პროექტი განიხილა და მოიწონა 1915 წლის 5 თებერვალს #15 ოქმის მიხედვით. 1915 წლის 4 აპრილს პროექტი საბოლოოდ დაამტკიცეს, იმავე თარიღით მიიღო ზაქარია თამამშევმა პროექტის ასლი.
ხელს აწერდნენ: გუბერნატორი, საგუბერნიო ინჟინერი, საგუბერნიოს არქიტექტორი, საქმის მწარმოებელი, ასევე გაბრიელ, გეორგი, ზაქარია და სხვა თამამშევები.
ზედა ფოტო - ქალთა მესამე გიმნაზიის ადმინისტრაციული შენობის პროექტი
არქიტექტორ-ინჟინერი ა. გ. ოზეროვი.
თბილისი, 1910 წლის იანვარი.
ქვედა ფოტო - ორსართულიანი ქვის შენობის პროექტი ქალთა მესამე გიმნაზიის მიწის ნაკვეთზე, მეოთხე საპოლიციო ნაკვეთზე, ბებუთოვის ქუჩა #28 (დღევანდელი ლადო ასათიანი ქუჩა).
არქიტექტორი მიხეილ ოჰანჯანოვი.
თბილისი, 1905 წლის 29 ოქტომბერი.
ქალთა მე-3 გიმნაზიის შენობას (დღევანდელი მე-6 საავტორო სკოლა, ლადო ასათიანის ქუჩა #28) საძირკველი ჩაეყარა 1903 წლის 23 აპრილს, ხოლო მისი კურთხევა და საზეიმო გახსნა 1905 წლის 9 იანვარს მოხდა (თარიღები მოცემულია ძველი სტილით).
მარცხენა ფოტო - სავაჭრო საზოგადოების უხუცესის, არკადი ნაზაროვ-მილოვის, თხოვნა ქალაქის სამმართველოს ალექსანდრე მანთაშევის სკოლის პროექტის და მისი ასლის წარდგენის, ასევე სამშენებლო სამუშაოების გადაცემასთან დაკავშირებით.
სკოლა მდებარეობდა ბებუთოვის ქუჩა #50-ში (დღევანდელი ლადო ასათიანის ქუჩა).
თბილისი, 1910 წლის 13 მაისი.
მარჯვენა ფოტო - თბილისის სავაჭრო სკოლის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი.
თბილისი, 1956 წლის 19 ივლისი.
თბილისში მე-4 საპოლიციო ნაკვეთზე, სასახლისა და ერეკლეს (დღევანდელი სულხან - საბა ორბელიანის ქუჩასა და შოთა რუსთაველის გამზირს შორის) ქუჩებზე მდებარე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მიერ ქარვასლის თეატრის გადაკეთებისა და რემონტის პროექტი, სართულების გეგმები, ფასადის ნახაზები ეზოსა და ბაღის მხრიდან.
პროექტის ავტორი არქიტექტორი პაულ შტერნი.
თბილისი, 1887 წლის 31 მაისი.
პროექტი თბილისის გუბერნატორმა 1887 წლის 4 ივნისს დაამტკიცა.
თბილისში მე-4 საპოლიციო ნაკვეთზე, სასახლისა და ერეკლეს (დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასა და შოთა რუსთაველის გამზირს შორის) ქუჩებზე მდებარე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მიერ ქარვასლის თეატრის გადაკეთებისა და რემონტის პროექტი, გენერალური გეგმა და შენობის ჭრილი.
პროექტის ავტორი არქიტექტორი პაულ შტერნი.
თბილისი, 1887 წლის 31 მაისი.
პროექტი თბილისის გუბერნატორმა 1887 წლის 4 ივნისს დაამტკიცა.
ქართული სათავადაზნაურო თეატრის შენობის ჭრილი და გალერეის სართულის გეგმა.
პროექტის ავტორი მხატვარ-არქიტექტორი ქრისტეფორე ტერ-სარქისოვი
თბილისი, 1907 წლის ივნისი.
ქართული სათავადაზნაურო თეატრის ელექტროგაყვანილობის პროექტი შენობის ჭრილითა და სხვადასხვა სართულის გეგმებით. პროექტი ეკუთვნოდა ელექტროგაყვანილობის რუსულ საზოგადოება „უნიონს“.
თბილისი, 1908 წლის 11 აგვისტო.
ქართული სათავადაზნაურო თეატრი.
რუბენ აკოფოვის ფოტო.
თბილისი, 1910-იანი წლები.
გოლოვინის (დღევანდელი შოთა რუსთაველის) გამზირი.
კავკასიის მუზეუმი, საჯარო ბიბლიოთეკა, მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს კანცელარიის ტიპოგრაფია და ქალთა გიმნაზია.
არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1910].
თავად გაგარინისა და კეთილშობილ სათავადაზნაურო საკრებულოს კუთვნილი ნიკოლოზის ბულვარის გენერალური გეგმა (დღევანდელი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადგილი, შოთა რუსთაველის გამზირის, ლადო გუდიაშვილის, ანტონ ფურცელაძის ქუჩებსა და ლადო გუდიაშვილის შესახვევს შორის არსებული ტერიტორია).
თბილისი, 1840-იანი წლები.
კავკასიის მუზეუმის შენობა, გოლოვინის პროსპექტის, ატამანის ქუჩისა და ნიკოლოზის (დღევანდელი შოთა რუსთაველის გამზირი, ლადო გუდიაშვილის ქუჩისა და გუდიაშვილის) შესახვევის რკალი.
არქიტექტორები: პირველი სართული - ალბერტ ზალცმანი (1868-1869).
მეორე სართული - ლეოპოლდ ბილფელდი (1879-1880).
თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა გოლოვინის გამზირისა და ბარონის (დღევანდელი შოთა რუსთაველის გამზირი და ანტონ ფურცელაძის) ქუჩის კუთხეში.
თბილისი, 1911 წლის 26 ნოემბერი.
ალბერტ ზალცმანის განმარტებითი ბარათი საჯარო ბიბლიოთეკის შენობის შესახებ
არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
თბილისი, 1869 წელი.
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს ტიპოგრაფიის შენობის პროექტი ბარონისა და ატამანის (დღევანდელი ანტონ ფურცელაძისა და ლადო გუდიაშვილის) ქუჩების გადაკვეთაზე.
პროექტს ხელს აწერდნენ: სამოქალაქო ნაგებობების მთავარი ინსპექტორი, სამხედრო ინჟინერ-პოლკოვნიკი გერსევანოვი, „სტატსკი სავეტნიკი“ ლოდოვიკო კამბიაჯო და არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
თბილისი, 1872 წლის 12 დეკემბერი.
ქალთა პირველი გიმნაზია ატამანის (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის) ქუჩაზე
სასწავლებლის მშენებლობა დასრულდა 1874 წლის ოქტომბერში.
არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1910].
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი ალექსი ერმოლოვის (კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო შიო ჩიტაძის) ქუჩაზე (1888-1890 წლები).
არქიტექტორი რობერტ გედიკე.
თავდაპირველად სასწავლებლის შენობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა დაევალა ქალაქის არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
სამუშაოთა უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ინჟინერ შტაბსკაპიტან დომანტოს ანგარიში თბილისის სამოქალაქო გუბერნატორს ღუნიბის მოედანზე ლუი სულიეს ღონისძიებებისა და სპექტაკლების გასამართავად ხის დროებითი ცირკის მშენებლობის თაობაზე.
თბილისი, 1866 წლის დეკემბერი.
1833 წელს აშენდა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). XIX საუკუნის მეორე ნახევარში შენობას არაერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა: 1861 წელს არქიტექტორ ენფიანჯანცის პროექტით გადაკეთდა გიმნაზიის შენობის საპარადო ფრთა. საბოლოო სახე კი გიმნაზიამ 1870-73 წლებში არქიტექტურის აკადემიკოსის, ოტო სიმონსონის, რეკონსტრუქციის პროექტის შედეგად მიიღო.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობის სართულების გეგმები, გადაკეთების პროექტი.
არქიტექტორი ოტო სიმონსონი.
თბილისი, 1870-1871 წლები.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის გენერალური გეგმა.
არქიტექტორი ოტო სიმონსონი.
თბილისი, 1871 წელი.
კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, იგივე „დიდების ტაძარი“
(დღევანდელი საქართველოს ეროვნული გალერეა).
არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
თბილისში არსებული კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ადგილისა და შენობის გენგეგმა.
თბილისი, 1899 წლის 17 მარტი.
კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, იგივე „დიდების ტაძარი“
(დღევანდელი საქართველოს ეროვნული გალერეა).
არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის (დღევანდელი საქართველოს ეროვნული გალერეის) გახსნის დღე.
თბილისი, 1907 წელი.
გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის შენობა, გიორგი ჭანტურიას (ყოფილი ბარიატინსკის, შემდგომ ალექსანდრე ჯორჯიაშვილის) ქუჩა #8.
შენობა აიგო XIX საუკუნის მეორე ნახევარში და ეკუთვნოდა კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის (1856-1962). მოგვიანებით შენობაში განათავსეს საოლქო საინჟინრო სამმართველო, 1921-1937 წლებში კი - საქართველოს რევოლუციური მუზეუმი, ხოლო 1938 წელს მასში დაბინავდა მწერალთა მუზეუმი, რომელსაც იმავე წელს ეწოდა „საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი“.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
საზაფხულო თეატრის შენობაში ახალი სარემონტო სამუშაოების პროექტი
ადგილმდებარეობის გენგეგმა, შენობის გეგმა და ჭრილი. პროექტი განიხილა და დაამტკიცა ტექნიკურმა კანცელარიამ.
არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
თბილისი, 1873 წლის 26 მარტი - 1874 წლის 4 ივლისი.
თბილისის საზაფხულო თეატრის ადგილმდებარეობის გენერალური გეგმა. გეგმაზე საინჟინრო უწყების ბაღთან ერთად ასახულია თეატრისა და მის ირგვლივ არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების გეგმები.
გენერალური გეგმის შემდგენელი, პირველი კლასის კონდუქტორი უ. გარიცელოვი.
თბილისი, 1878 წლის 30 მაისი.
თბილისის საინჟინრო უწყების ბაღში საზაფხულო თეატრისთვის განკუთვნილი დეკორაციების საწყობის შენობის პროექტი (ჭრილი, გეგმა და ფასადი).
არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
თბილისი, 1876 წელი.
თბილისის საზაფხულო თეატრის შენობა.
თბილისი, 1874-1896 წლები.
დროებითი ხის ცირკის მშენებლობის პროექტი თბილისში, მადათოვის კუნძულზე, ალექსანდრეს ბაღსა და ვორონცოვის ხიდებს შორის, მირზოევის ყოფილ მიწის ნაკვეთზე. ცირკის დირექტორი ალექსანდრე ფიურერი.
არქიტექტორი ავგუსტ პოვიტც-ეპპინგი.
თბილისი, 1887 წლის 17 ივნისი.
არტისტული საზოგადოების (დღევანდელი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი) შენობის პროექტი, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირზე.
არქიტექტორები - ალექსანდრე შიმკევიჩი და კორნელი ტატიშჩევი.
თბილისი, 1899 წლის 20 მაისი.
არტისტული საზოგადოების (დღევანდელი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი) შენობა გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირზე.
თბილისი, 1905 წლის 22 ოქტომბერი.
კინოთეატრი „არფასტო“. რუსთაველის გამ. #23 მიქაელ არამიანცის სახლი, ყოფილი სასტუმრო „პალას ოტელის“ (დღევანდელი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის) შენობა.
სინემატოგრაფ „არფასტოს“ დირექტორი მეჩესლავ ტრეტნოვი
სიტყვა „არფასტო“ მიქაელ არამიანცის ხუთივე შვილის სახელების პირველი ასოების აბრევიატურაა.
ვახტანგ ღამბაშიძის ფოტო.
თბილისი, 1925-1930 წლები.
ზედა ფოტო - თბილისის ზამთრის არტისტული წრის („კრუჟოკის“) შენობა გოლოვინის პროსპექტისა და დავითის (დღევანდელი შოთა რუსთაველის პროსპექტისა და ბესიკის) ქუჩის კუთხეში.
თბილისი, 1860-1880 წწ.
ქვედა ფოტო - გოლოვინის (დღევანდელი შოთა რუსთაველის) გამზირი.
თბილისი, XIX საუკუნის ბოლო.
ქალაქისთავ ალექსანდრე მატინოვის (იგივე მათიაშვილის) სახელობის სკოლის პროექტი გუდოვიჩის (დღევანდელი დანიელ ჭონქაძის) ქუჩაზე.
არქიტექტორი დავით ჩისლიევი.
თბილისი, 1912 წლის 4 ივლისი.
რუსული საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების შენობის პროექტი (დღევანდელი ივანე სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია) ალექსანდრე გრიბოედოვისა და ალექსეი კრუზენშტერნის (დღევანდელი მიტროფანე ლაღიძის) ქუჩებზე.
არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი, 1901 წლის 22 მარტი.
მარცხენა ფოტო - სახაზინო (დღევანდელი ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური) თეატრის გენგეგმა.
არქიტექტორი - ვიქტორ შრეტერი.
თბილისი, 1879 წელი.
მარჯვენა ფოტო - სახაზინო (დღევანდელი ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური) თეატრის გენგეგმა.
საქალაქო ინჟინერი - პაულ შტერნი.
თბილისი, 1880 წელი.
თბილისის სახაზინო (დღევანდელი ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური) თეატრის პროექტი.
არქიტექტორი - ვიქტორ შრეტერი.
თბილისი, 1880-1881 წლები.
თბილისის სახაზინო (დღევანდელი ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური) თეატრის ელექტროგაყვანილობის პროექტის ნახაზები, შესრულებული სანქტ-პეტერბურგის ფირმა „სიმენს და გალსკეს“ მიერ.
სახაზინო (დღევანდელი ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური) თეატრის ფოტო.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
შენობა გრიგორი ივანოვის პროექტის მიხედვით 1856 წელს აიგო კომენდანტის (დღევანდელი ალექსანდრე გრიბოედოვის) ქუჩაზე. ის თავდაპირველად მდიდარი ვაჭრის, ვარდან არშაკუნის, სასახლე იყო. ირანელი ხელოსნების მიერ შემკული მდიდრული ბროლისა და სარკეებიანი დარბაზები მოხატული იყო აღმოსავლეთში გავრცელებული ყვავილოვანი ორნამენტებით, ვაზებით, ცალკეული ფიგურებით, სპარსული წარწერებიანი მედალიონებით.
არშაკუნის გარდაცვალების შემდეგ, 1869-1899 წლებში, მის სასახლეში თბილისის არტისტული საზოგადოება ე.წ. არტისტული წრე - „კრუჟოკი“ - განთავსდა.
XX საუკუნის დასაწყისში შენობის მარცხენა ნაწილი, რომელიც იმ დროს ქობულაშვილებს ეკუთვნოდათ, საფუძვლიანად გადააკეთეს არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის პროექტით. 1922 წლიდან კი ყოფილ სასახლეში სამხატვრო აკადემიამ დაიდო ბინა.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
თბილისის არტისტული წრის, „კრუჟოკის“ (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის), ინტერიერი.
ფოტო დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან [1890-1900].
ნინო ქობულაშვილის სახლი (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია).
რეკონსტრუქციის პროექტი, არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი.
თბილისი, 1902 წელი.
თბილისის საზაფხულო ღია სინემატოგრაფის „პიკადილის“ პროექტი დუქნებით
შენობა გოლოვინის პროსპექტისა და არშკუნის ჩიხის კუთხეში (დღევანდელი შოთა რუსთაველის გამზირი #42, „ზარია ვოსტოკას“ გამომცემლობის მიმდებარედ) აშენდა და გათვლილი იყო 904 მაყურებელზე.
პროექტის ავტორი - სამოქალაქო ინჟინერი კონსტანტინ ახვერდოვი.
თბილისი, 1918 წლის 12 ივნისი.
კურსკის მოქალაქე ალექსანდრე ივანეს ძე ფიურერის ხის დროებითი ცირკის შენობის პროექტი. ქ. თბილისში გრიგოლ და მელკონ მირზოევების კუთვნილ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე გოლოვინის პროსპექტისა და კრუჟკოვსკის ქუჩის გადაკვეთაზე.
პროექტში მოცემულია შენობის და ადგილის გენერალური გეგმა, შენობის ჭრილი და ფასადი.
შედგენილია ინჟინერ-კონდუქტორ ა. მელქუმოვის მიერ.
თბილისი, 1885 წელი 31 მაისი.
ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ბაღში (სახლის ეზოში) ხის დროებითი ღია საზაფხულო სინემატოგრაფ „ამირანის“გენერალური გეგმა, ვერის დაღმართისა და გოლოვინის პროსპექტის კუთხე (დღევანდელი შოთა რუსთაველის პროსპექტი #37).
სინემატოგრაფის მფლობელები იყვნენ ინჟინრები: ოსვალდ კრაუზე და ჰერმან ჰეგელი.
თბილისი1918 წლის 18 ივნისი.
ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ბაღში (სახლის ეზოში) ხის დროებითი ღია საზაფხულო სინემატოგრაფ „ამირანის“ შენობის პროექტი ვერის დაღმართისა და გოლოვინის პროსპექტის კუთხე (დღევანდელი შოთა რუსთაველის პროსპექტი #37)
სინემატოგრაფის მფლობელები იყვნენ ინჟინრები: ოსვალდ კრაუზე და ჰერმან ჰეგელი.
თბილისი1918 წლის 18 ივნისი.