ახლადდაქორწინებულები - მარო თარხნიშვილი და დიმიტრი თარხან-მოურავი
1905 წელი
დიმიტრი თარხან-მოურავის კერძო ხასიათის წერილი მომავალ მეუღლეს, მარო თარხნიშვილს
1905 წლის 13 ივლისი
ალექსანდრე ცაგარელის „ხანუმასა“ და ქართული სიმღერების საღამოს პროგრამა. საღამო ეძღვნებოდა ელისაბედ ჩერქეზიშვილს და იყო დებ თარხნიშვილების პირველი საზოგადო კონცერტი.
რეჟისორი - ნიკო სიხარულიძე, „საღამოს გამგე“ - მარიამ კვალიაშვილი
1910 წელი, გორი.
ამონარიდი მარო თარხნიშვილის მოგონებებიდან 1917 წელს კირიონ II-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევის შესახებ
ამონარიდი მარო თარხნიშვილის მოგონებებიდან 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად „ქართულ კლუბში“ გამართული საზეიმო ბანკეტისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ
აფიშა ალექსანდრე ცაგარელის კომედიისა „მათიკო“. საღამოს ახლავს II საკონცერტო განყოფილება, რომელსაც მართავენ დები თარხნიშვილები. წარმოდგენის გამართვის ადგილი - „ქართული კლუბი“.
1919 წლის 5 იანვარი.
იოსებ გრიშაშვილის საღამოს პროგრამა
1919 წლის 24 მარტი.
პროგრამა. მსახიობთა კავშირი „ქართულ კლუბში“ მართავს „დიდ ღამისთევას“. წარმოდგენილი იქნება „სიმართლე“ და „იმერელი“. მონაწილეთა შორის იყვნენ: ვანო სარაჯიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, სანდრო ინაშვილი, დები თარხნიშვილები და სხვები.
1919 წლის 24 მაისი.
XXVII ტრადიციული ქართული საღამო, გამართული ბათუმის საკრებულო დარბაზში „ბათომის ქართველთა ეროვნული საბჭოსა და ქ. შ. წ. კ. გ საზოგადოების ბათომის განყოფილების მიერ“. მონაწილეობას იღებენ: დები თარხნიშვილები, პაოლო იაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, თაგუნა, სანდრო ინაშვილი, იოსებ გრიშაშვილი.
1920 წლის 14/27 იანვარი, ბათუმი.
თბილისის N2 სახელმწიფო კონსერვატორიის დირექტორის მოადგილე ილია აბაშიძის მიერ გაცემული მოწმობა მარო თარხნიშვილის კონსერვატორიაში მასწავლებლად მუშაობის შესახებ.
1921 წლის 24 იანვარი, თბილისი.
თბილისის N2 სახელმწიფო კონსერვატორიის დირექტორ დიმიტრი არაყიშვილის მიერ გაცემული მოწმობა მარო თარხნიშვილის მიერ თეორიისა და სოლფეჯიოს პირველი კურსის ჩაბარების შესახებ.
1923 წლის 12 ივნისი, თბილისი.
მარო თარხნიშვილის ლექსი „ვედრება“.
1924 წელი.
დები თარხნიშვილების ქართლ-კახური სიმღერების პირველი გუნდი.
1924 წელი.
დების თარხნიშვილების ქართლ-კახური სიმღერების მომღერალთა გუნდი ხალხური შემოქმედების პირველ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ.
1927 წელი, ქუთაისი.
დები თარხნიშვილების ქართლ-კახური სიმღერების მომღერალთა გუნდი.
1927 წელი.
დები თარხნიშვილების ქართლ-კახური სიმღერების მომღერალთა გუნდი.
1927 წელი.
კულტურისა და დასვენების პარკ „არტოში“ გამართული დიდი საესტრადო საღამოს აფიშა. მონაწილეთა შორის იყო მარო თარხნიშვილი.
1930 წლის 27 აგვისტო, თბილისი.
მარო თარხნიშვილი და მისი მეუღლე სერგო ნადარეიშვილი.
1931 წელი, თბილისი.
მარო თარხნიშვილი სიმფონიური ორკესტრის მონაწილეებთან ერთად.
1932 წელი, წყალტუბო.
მარო თარხნიშვილის საგასტროლო კონცერტის პროგრამა.
1933 წლის 2 ივნისი, ქუთაისი.
მარო თარხნიშვილი. ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების რესპუბლიკური ოლიმპიადა თბილისში.
1934 წელი.
ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების რესპუბლიკური ოლიმპიადა თბილისში.
დები - მარო და ეკატერინე თარხნიშვილები.
1934 წელი.
ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების რესპუბლიკური ოლიმპიადა თბილისში. სიმღერის ეთნოგრაფიული გუნდი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
1934 წელი.
მარო თარხნიშვილი.
1935 წელი
ქართლ-კახური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
1937 წელი.
ამონაწერი ქართლ-კახური გუნდის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილესთან დაკავშირებით მარო თარხნიშვილისთვის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებისა და ეკატერინე თარხნიშვილისთვის დამსახურებული არტისტის წოდების მინიჭების შესახებ.
1937 წლის 7 ივნისი, თბილისი.
მე-18 საშუალო სკოლის მოსწავლე იოსებ ნონეშვილის ლექსი „მარო თარხნიშვილს“, წარმოთქმული თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თარხნიშვილების შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლისთავის იუბილეზე.
1937 წლის 9 სექტემბერი, თბილისი.
მარო და თამარ თარხნიშვილები, ბაბულია კალანდაძე და გიორგი ვარდიაშვილი.
1938 წელი.
ქართლ-კახური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
1938 წელი.
ქართლ-კახური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
1938 წელი.
ქართლ-კახური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
1939 წლის 3 ივნისი, ორჯონიკიძე (დღეს - ვლადიკავკაზი).
გორის რაიონული განყოფილების გამგის მიერ გაცემული ცნობა მარო თარხნიშვილის 1910-1917 წლებში შემოქმედებითი მუშაობის შესახებ.
1940 წლის 18 ივნისი, გორი.
ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სახვითი ხელოვნების განყოფილების უფროს ლ. კანდელაკის მოხსენებითი ბარათი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით არსებული ქართლ-კახური სიმღერების გუნდის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩატარებული „საშეფო კონცერტების“ შესახებ.
1944 წლის 18 მაისი.
ამონარიდი მარო თარხნიშვილის მოგონებებიდან „საშეფო კონცერტების“ შესახებ
1944 წელი.
თბილისის ცენტრალური ფოსტის მომღერალთა გუნდი თამარ თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
1951 წელი.
საქართველოს სარეწაო კულტურის სახლთან არსებული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
სხედან: თ. იმერლიშვილი, ბაბულია კალანდაძე, თამარ თარხნიშვილი, მარო თარხნიშვილი, თამარ ვარძიელი, თინა ბუცხრიკიძე.
დგანან: ავთანდილ სარაჯიშვილი, ივანე თარხნიშვილი, სეფიაშვილი, ილო კიკაჩეიშვილი, მიშა ჭანკვეტაძე, შალვა კოვზირიძე.
გორის სახელმწიფო ანსამბლი მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით.
ლოტბარები: თამარ თარხნიშვილი და ფირუზ მახათელაშვილი,
ქორეოგრაფი: ბუხუტი დარახველიძე.
1953 წელი.
მარო თარხნიშვილი გორის რკინიგზის კლუბის ანსამბლის წევრებთან ერთად.
1954 წელი, გორი.
იოსებ გრიშაშვილის ცნობა 1919 წლის 24 მარტს თბილისის ოპერის თეატრში გამართული საღამოს შესახებ, რომელშიც დები თარხნიშვილების გუნდიც იღებდა მონაწილეობას.
1955 წლის 8 ივნისი.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 60 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავი საღამოს მოსაწვევი ბარათი.
1956 წლის 24 დეკემბერი, თბილისი.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო საღამოს აფიშა.
1956 წლის 24 დეკემბერი, თბილისი.
მარო თარხნიშვილის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
1956 წლის 24 დეკემბერი, თბილისი.
საქართველოს სახალხო არტისტ მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
1956 წლის 24 დეკემბერი, თბილისი.
საქართველოს სსრ-ის კულტურის მინისტრ ავთანდილ გუნიას ბრძანება მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 60 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ქართული ხალხური სიმღერების შეგროვებისა და ფართო პოპულარიზაციისთვის მადლობის გამოცხადების შესახებ.
1956 წლის 24 დეკემბერი, თბილისი.
მარო თარხნიშვილი და გენერალი გიორგი ყურაშვილი.
[1955-1960].
მარო თარხნიშვილის ოჯახი: თამარ თარხნიშვილი, კონსტანტინე კვალიაშვილი, (თამარის მეუღლე), ფირან და მარიკა კვალიაშვილები, მზია მარგალიტაძე, ფრიდონ ნავერიანი.
1957 წელი, თბილისი.
46. მარო თარხნიშვილის თხოვნა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალურ დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელ აპოლონ ყიფიანს კახეთში დაგეგმილი კონცერტების შესახებ.
1957 წლის 9 მაისი.
საქართველოს სსრ-ის კულტურის სამინისტროს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროს ვ. კუპრავას ნებართვა მარო თარხნიშვილის განცხადების საფუძველზე საიუბილეო შეხვედრა-კონცერტების ცეკავშირის სისტემის ზოგიერთ ორგანიზაციაში ჩატარების შესახებ.
1957 წლის 30 აპრილი.
მარო თარხნიშვილი და მისი გუნდი მსახიობ ცაცა ამირეჯიბის იუბილეზე ხელოვნების მუშაკთა სახლში.
მარო თარხნიშვილი შვილებთან - ივანე, თამარ და ნუნუ თარხნიშვილებთან ერთად.
[1957-1959].
მარო თარხნიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ფოტოგრაფ ისააკ ტორის გამოფენაზე.
1960-იანი წლები.
დები თარხნიშვილების კონცერტის აფიშა.
უთარიღო, თბილისი.
მარო თარხნიშვილის ოჯახი.
[1957-1959].
მარო თარხნიშვილი და მუსკომედიის თეატრის მსახიობი ელენე (ელიკო) ჩოხელი.
უთარიღო.
მარო თარხნიშვილი.
1958 წელი.
მარო თარხნიშვილი.
[1955-1960].
მარო და თამარ თარხნიშვილები.
1960 წელი.
კულტურის მუშაკთა პროფკავშირის ხელოვნების სახლის გამგეობის მოსაწვევი რესპუბლიკის სახალხო არტისტის მარო თარხნიშვილის მომღერალთა გუნდის 50 წლისთავის შესრულებასთან დაკავშირებით.
1965 წლის 13 ივნისი, თბილისი.
ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით) კონცერტის აფიშა.
უთარიღო, თბილისი.
პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ექსპოზიცია მოიცავს მარო თახნიშვილის მოგონებებს, წერილებს, ფოტოებს, საკონცერტო აფიშებსა და პროგრამებს, შემოქმედებით თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.