1924 წლის სახალხო აჯანყების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი, ეროვნული არქივის მიერ მომზადებული გამოფენა, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში 2024 წლის 23 სექტემბერს გაიმართა.
ექსპოზიციაში ასახულია ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ფორმები (ლოკალური აჯანყებები, მშვიდობიანი დემონსტრაციები, მიმართვები საერთაშორისო თანამეგობრობას და სხვ.), საქართველოს ემიგრანტული მთავრობის როლი ამ მოძრაობაში, 1924 წლის აჯანყების მომზადების ეტაპები, აჯანყების მარცხი და რეპრესიების მორიგი ტალღა.
საარქივო მასალა ინფორმაციას გვაწვდის საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბის შესახებ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია წიგნები ტიერი ბერიშვილის პირადი კოლექციიდან.
გამოფენის კურატორები: ქეთევან ასათიანი და ლევან ჯიქია.