ფრაგმენტები მხატვარ ელენე ახვლედიანის შესახებ რეჟისორ რამაზ ჭიაურელის დოკუმენტური ფილმიდან.
1968 წელი.
ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს (ძველი სტილით 5 აპრილს) თელავში დაიბადა.
მის ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად დამკვიდრებულია 1901 წლის 18 აპრილი, თუმცა საარქივო დოკუმენტები, მათ შორის მისი ერთ-ერთი ავტობიოგრაფია, მოწმობს, რომ ხელოვანი 1898 წელსაა დაბადებული.
ელენე ახვლედიანს აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული. მისი პედაგოგები იყვნენ: ნიკოლა სკლიფასოვსკი, ბორის ფოგელი, გიგო გაბაშვილი.
ფოტო გადაღებულია თბილიში, 1910-იანი წლების ბოლოს.
ელენე ახვლედიანი 1918-1920 წლებში თბილისის დაწყებით სკოლებში ხატვის პედაგოგი იყო.
მისი ნამუშევრები პირველად 1919 წელს თბილისში, ქართველ მხატვართა გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
1921 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 1922 წელს კი სასწავლებლად გაემგზავრა ჯერ იტალიაში, მილანში, ხოლო შემდეგ - პარიზში. 1924 წლიდან კოლაროსის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა.
მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1926 წელს სწორედ პარიზში გაიმართა.
ელენე ახვლედიანი პარიზში
"L'Art Vivant"
ელენე ახვლედიანის ნამუშევრის ილუსტრაცია ჟურნალში „L'Art Vivant“.
1926 წლის იანვარი.
ფრანგულ ჟურნალში დაიბეჭდა ანონსი ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენის შესახებ, რომელიც 1926 წლის ოქტომბერში გალერეაში „Quarte Сhemins“ გაიმართა.
1927 წელს ელენე ახვლედიანი თბილისში დაბრუნდა, 1928 წლიდან კი კოტე მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო თეატრის მხატვრად.
მასთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებს აფორმებდა მხატვარი პეტრე ოცხელი.
კადრი ფილმიდან „კოტე მარჯანიშვილი“.
ქუთაისი, 1930 წელი.
1930-იანი წლებიდან ელენე ახვლედიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებს აფორმებდა. ესკიზები ბალეტისათვის „ფერენჯი“, 1935 წელი.
ავტოპორტრეტი. შარჟი. ორიგინალი დაცულია ელენე ახვლედიანის მეგობრის, მომღერალ ანა ვარდიაშვილის პირად ფონდში.
ელენე ახვლედიანის ავტობიოგრაფია, რომელიც რუსთაველის პრემიაზე მისი წარდგენის საქმეს ახლავს. 1966 წელი.