ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას 2021 წლის 2 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარდგენით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ამ ღირშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად გთავაზობთ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საგალობლების აუდიოკოლექციის ერთ ნაწილს.
მოუსმინეთ ქართულ საგალობლების გამორჩეულ ნიმუშებს, რომელიც ჩაწერილია 1907-2019 წლებში.
„მამაო ჩვენო“ - საგალობელი, ქართლ-კახური კილო. შემსრულებელი - ხალხური სიმღერის გუნდი სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით. 1907-1911 წლები.
„ქრისტე აღსდგა“ - საგალობელი, გურული კილო. შემსრულებელი - ქართველი ტყვეები, ტრიო: ალექსანდრე კორკელია, ერმილე ყურავა, ვასილ ხუბულავა. 1917 წელი, ფუხჰაიმი.
„განათლდი, განათლდი“ - აღდგომის საგალობელი, იმერულ-გურული კილო. შემსრულებელი - ტრიო: დიმიტრი პატარავა, ვარლამ სიმონიშვილი, არტემ ერქომაიშვილი. 1949 წელი.
„შენ ხარ ვენახი“ - საგალობელი, გარეჯის სკოლა. შემსრულებელი - ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „გორდელა“, 1960-იანი წლები.
„ანგელოზი ღაღადებს“ - საგალობელი, გურული კილო. შემსრულებელი - არტემ ერქომაიშვილი /I,II,III ხმა/ 1966 წელი, 79 წლის.
„ჯვარსა შენსა“ - საგალობელი, ქართლ-კახური კილო. შემსრულებელი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, ხელმძღვანელი - ანზორ ერქომაიშვილი 1980 -იანი წლები.
„მობრძანებითა თქვენითა“ - საგალობელი, გურული კილო. შემსრულებელი - ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“, ხელმძღვანელი - დავით ცინცაძე 2009 წელი.
„უფალო ღაღად-ყავ“ - საგალობელი, აღმოსავლეთის კილო. შემსრულებელი - მამა დავითის ტაძრის გუნდი, ხელმძღვანელი - მალხაზ ერქვანიძე. 2010 წელი.
„ღმერთი უფალი“ - საგალობელი, ქართლ-კახური კილო. შემსრულებელი - მგალობელთა გუნდი „იალონი“, ხელმძღვანელი - ნინო ნანეიშვილი 2010 წელი.
„ქრისტე აღსდგა“ - საგალობელი, შემოქმედის სკოლა. შემსრულებელი - სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის გუნდი. 2013 წელი.
„შენ გიგალობთ“ - საგალობელი, კარბელაშვილების კილო. შემსრულებელი - ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, ხელმძღვანელი - სვიმონ ჯანგულაშვილი. 2013 წელი.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“ - საგალობელი, სვეტიცხოვლის სკოლა. შემსრულებელი - ანჩისხატის ტაძრის გუნდი. 2014 წელი.
„მხოლოდ შობილო“ - საგალობელი, გელათის სკოლა. შემსრულებელი - ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კირიალესა“, ხელმძღვანელი - ლელა ურუშაძე. 2019 წელი.