ოქტომბერი 548
en

ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია ეროვნულ არქივში

ტოკიოს მეტროპოლიტენ  უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 1 თებერვალს, 18:00 საათზე ქართულ ენაზე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული წყაროების მნიშვნელობა გვიანი შუასაუკუნეების ისტორიის კვლევაში“.

ლექციაზე განხილული იქნება ქართული წყაროების, მათ შორის ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების, მნიშვნელობა გვიანი შუასაუკუნეების ისტორიის კვლევაში. წარმოდგენილი იქნება ქართული წყაროების კონკრეტული მაგალითები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ირანის სეფიანთა იმპერიის შესწავლისათვის.

ლექსიის მოკლე აღწერაში ნათქვამია: „მიუხედავად იმ წნეხისა, რომელიც საქართველოში ირანის ბატონობას მოჰყვა (ეს საბუთების ორენოვნებაშიც გამოიხატება), ქართული წყაროები ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს წარმოადგენენ და პოლიტიკურთან ერთად, იურიდიული ძალაც აქვთ  შენარჩუნებული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველო თითქმის ერთადერთი რეგიონი იყო სეფიანთა გარემოცვაში, სადაც მოქმედებდა მშობლიური ენა. 

ლექციაზე მიმოხილული იქნება ამ პერიოდის მოღვაწეები (მაგ. ვახტანგ VI) და ის კულტურული პროცესები, რაც სეფიანთა ბატონობის დროს მიმდინარეობდა საქათველოში. 
ლექციის მეორე ნაწილი დაეთმობა XVI-XVIII საუკუნეების იაპონიის ისტორიოგრაფიას. ლექციის დასასრულს მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს მოსაზრება იმის თაობაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ისტორიოგრაფიას გლობალური ისტორიის შესწავლისთვის და ზოგადად, რა პოტენციის მატარებელია ქართული წყაროები.