მიმდინარე კვირის დოკუმენტია სოფელ შილდის მასწავლებლის, პელო ბერიაშვილის წერილი ფილიპე მახარაძეს, სადაც წერს საკუთარი უსახსრობისა და ობლობით ნაწვნევი გასაჭირის შესახებ, ხოლო შემდეგ მთავარ სათქმელზე გადადის: „როგორც მოგეხსენებათ, და, რასაკვირველია, გამოცდილებაც გექნებათ, მოწაფეობის დროს შემიყვარდა და შევიყვარეთ ერთმანეთი. თუმც დიდი დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ ბუნების კანონია სიყვარული და ვერც მე გაუსხლტი ამ კლანჭებს. შეყვარება არაფერი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ იგი თავადისშვილია... ძალიან ვებრძოლე ჩემს გრძნობას, მაგრამ ვერ დავძლიე ...“ – ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ პელოს ქმარი, როგორც თავადიშვილი - ჩოლოყაშვილი, სოფლიდან გამოაძევა, „თავადიშვილის ცხოვრება სოფელში არ შეიძლებაო“.
პელო ფილიპე მახარაძეს დახმარებას სთხოვს: „თქვენზეა ჩემი ბედი“-ო.
1930-იანი წლები.