შრომითი სტაჟის დამადასტურებელი ცნობა
-
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია სახელმწიფო ორგანიზაციათა საბუღალტრო მასალები, რომლის მიხედვითაც გაიცემა შესაბამის ორგანიზაციაში პიროვნების სამსახურში მიღება-გათავისუფლებასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცნობები.
-
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში:
1-დან 5 წლამდე - 15 ლარი;5 -დან 15 წლამდე - 30 ლარი;
15-დან ზემოთ - 50 ლარი.
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში:
1-დან 5 წლამდე - 30 ლარი;
5 -დან 15 წლამდე - 60 ლარი;
15-დან ზემოთ - 100 ლარი.
-
არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა;
- მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
- საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).
-
შრომითი სტაჟის შესახებ ცნობა დაგეხმარებათ საპენსიო და სხვა სოციალური სუბსიდიების მიღებაში.