ცნობა რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ
-
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 15 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 20 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 25 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 30 ლარი;
განაცხადის შეტანის დღეს - 35 ლარი.
-
არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა;
- მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
- საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).
-
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ინფორმაცია:
1922-1933 წწ. კერძო პირთათვის საკუთრების (შენობა, მიწა, საწარმო, ტრანსპორტი და ა.შ.) ჩამორთმევისა და ხელისუფლების ადგილობრივი ან ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში გადაცემის შესახებ;
1924-1935 წწ. სოფლად მსხვილი გლეხური მეურნეობის მფლობელთათვის ქონების (სახლი, საქონელი, საარჩევნო ხმა) ჩამორთმევის შესახებ;
1937 წელს რეპრესირებულ მოქალაქეთა რეაბილიტაციის შესახებ.
-
აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ რეპრესირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.