ოქტომბერი 548
en

ექსპედიცია წუღრუღაშენში

ბოლნისიდან ათიოდე კილომეტრში მდებარეობს წუღრუღაშენის XIII საუკუნის ტაძარი. ეროვნულ არქივში ამ ტაძრის რესტავრაციამდელი ფოტოებია დაცული. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის ფოტოზე დაფიქსირებისა და ეროვნული საარქივო ფონდის შევსების მიზნით ერთ-ერთი პირველი ექსპედიცია მოეწყო სწორედ წუღრუღაშენში, ბოლნისის ეპარქიაში. 

შემაღლებულზე მდგარი ულამაზესი ქართული ტაძრის ერთიანი ხედები, არქიტექტურული დეტალები, ჩუქურთმები, ლაშა-გიორგის დროინდელი წარწერები თუ შემოგარენი ათწლეულების მერე კიდევ ერთხელ დაიდებს ბინას ეროვნული არქივის უმდიდრეს ფონდებში.