საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მრავალფეროვანი დოკუმენტები 1921-1924 წლებში საქართველოში მიმდინარე ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობისა და აჯანყების შესახებ.
წინამდებარე კატალოგში წარმოდგენილია:
ა) საისტორიო ცენტრალურ არქივში და დაცული შემდეგი შინაარსის მასალა:
- რევკომის მიერ მუშათა დელეგაციის დაპატიმრება (1921 წ.)
- ნოე რამიშვილი 26 მაისის მნიშვნელობაზე (1920-იანი წლები)
- ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოწოდება ქართველ ერს (1922 წ.)
- სამშობლოდან გაძევებული სტუდენტების მოწოდება ქართველ სტუდენტებს (1922 წ.)
- საქართველოში დისლოცირებული წითელი არმიის შეიარაღება (1922 წ.)
- მეტეხის ციხის პატიმართა არასრული სია (1923 წ.)
- დამკომის თავმჯდომარის კ. ანდრონიკაშვილის წერილი ემიგრანტულ მთავრობას (1924 წ.)
- საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილთა და გადასახლებულთა არასრული სია (1924 წ.)
- საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილთა არასრული სია (1924 წ.)
- დამკომის მიმართვა ქართველ ერს (1924 წ.)
- ნოე ჟორდანიას წერილი „საქართველო აჯანყდა, საქართველო დამარცხდა“ (1924 წ.)
- ინჟინერ იაკობ ცვანგერის სამძიმრის წერილი ნოე ჟორდანიას ვალიკო ჯუღელისა და სხვების დახვრეტის გამო (1924 წ.)
- 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი (1925 წ.)
- კუნძულ სოლოვკაში გადასახლებული ვახტანგ ბარათაშვილის მამის განცხადება (1926 წ.)
ბ) უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული შემდეგი შინაარსის მასალა:
- კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაის მიმართვა კულტურულ კაცობრიობას (1922 წ.)
- 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას დახვრეტილი ივანე ზესაშვილის მეუღლის განცხადება (1924 წ.)
- გლეხების მიერ განდევნილ თავად-აზნაურთა საქმის განხილვა (1924 წ.)
- 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისთვის პენსიების დანიშვნის შესახებ (1925 წ.)