განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- ახდენს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების გაციფრულებას მათი სადაზღვევო და გამოყენების ფონდის შექმნის მიზნით;
- აწარმოებს ელექტრონული ინფორმაციის მენეჯმენტს და მათი დაცვის უზრუნველყოფას;
- ცენტრალური არქივის მკვლევარებისთვის ამზადებს მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს;
- იღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამართულ სამეცნიერო-კულტურულ ღონისძიებებში, დოკუმენტების დიგიტალიზაციის, მათი დამუშავების და საბეჭდად მომზადების კუთხით.