ამოცანები და ფუნქციები:
- ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებათა №1 და №2 სიების შემუშავება;
- ეროვნული საარქივო ფონდისადმი მიკუთვნების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების დოკუმენტების, აგრეთვე, პირადი წარმოშობის დოკუმენტების შერჩევა და ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტებით შევსება;
- ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის მდგომარეობის კომპლექსური შემოწმება;
- წყარო-დაწესებულებათა საექსპერტო კომისიების მუშაობის კონტროლი;
- ცენტრალური არქივის საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიის მუშაობის ორგანიზება;
- ცენტრალურ არქივში დაცული საარქივო ფონდების მიზნობრივი-შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება;
- ცენტრალური არქივის დაკომპექტების წყარო-დაწესებულებათა არქივების მუშაობისა და ამ დაწესებულებების საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა;
- ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში დროებით დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მოცულობისა და მდგომარეობის სტატისტიკური აღრიცხვა (პასპორტიზაცია);
- ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებზე სამეცნიერო-საცნობარო აპარატის, საძიებო სისტემების შექმნა და სრულყოფა.