ქუთაისის ცენტრალურ არქივის რეგიონალური განყოფილება 2011 წელს შეიქმნა, საქართველოს ეროვნულ არქივში განხორციელებული რეგიონალიზაციის პროექტის შედეგად. დღეისათვის განყოფილებაში დაცულია ექვსი ადილობრივი არქივის - ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ვანისა და სამტრედიის, როგორც მუდმივად, ასევე, ხანგრძლივად შესანახი საარქივო დოკუმენტები.
მიზნები და ფუნქციები:
- ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მიღება;
- სახელმწიფო დაცვაზე მიღებულ დოკუმენტებზე სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა და, საჭიროებისამებრ, ცვლილებების შეტანა;
- საცავებიდან საქმეების გაცემა-დაბრუნება, მათ შორის დროებით სარგებლობაში;
- არქივსაცავებში დაცული დოკუმენტების რევიზია (საქმეების არსებობისა და ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება) და აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
- საჭიროების მიხედვით, არქივსაცავებში ფონდების გადაადგილება, ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით;
- საცავებში სანიტარული დღეების ჩატარება, მათი მოვლისა და დაცვის მიზნით;
- ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შესაბამისი წესების დაცვით გამოქვეყნება, თემატური ნუსხების, სამეცნიერო სტატიების, ნარკვევების, პუბლიკაციების, რადიო და ტელეგადაცემების, სხვადასხვა სახის გამოცემების (მათ შორის, ელექტრონული სახით) მომზადება;
- საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებითა და საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებისათვის გამოსაყენებლად, საარქივო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
- სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების, აგრეთვე, საარქივო დოკუმენტების პირებისა და დოკუმენტიდან ამონაწერების მომზადება;
- სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სისტემის შექმნა, სრულყოფა და განვითარება; ინფორმაციის ძიების ელექტრონულ სისტემათა დანერგვა, განყოფილებაში დაცულ დოკუმენტებზე საინფორმაციო-საძიებო სისტემის შედგენა;
- დადგენილი წესით, საარქივო დოკუმენტების პირების, დოკუმენტებიდან ამონაწერებისა და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების მომზადება;
- საარქივო ინფორმაციასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესითა და ვადებში, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევა.