ოქტომბერი 548
en

ხელმისაწვდომობა

საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ საარქივო მასალაზე წვდომა თავისუფალია. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, ისარგებლოს არქივის საინფორმაციო მომსახურებით.

არქივში მოსულ მკვლევარს მოემსახურება სამკთხველო დარბაზი, სადაც მას მიაწვდიან ფონდების სიებსა და მეგზურს, შესაბამისი ფონდით დაინტერესების შემდეგ კი - აღწერებს, რისი მეშვეობითაც მკვლევარს შეუძლია გამოიწეროს თავისთვის საინტერესო საქმე და გაეცნოს მას. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში (იხ. საფასურის განაკვეთები), შესაძლებელია დოკუმენტის სკანირების, ან ასლის გადაღების შეკვეთა.

უახლოეს მომავალში იგეგმება აღწერების წიგნების სკანირება და ელექტრონული ვერსიების ონლაინ განთავსება, ხოლო დიგიტალიზაციის პროცესში სკანირებული დოკუმენტებს მკვლევარები სამკითხველო დარბაზში ელექტრონული ფორმატით მიღებენ, რაც ხელს შეუწყობს დედანი დოკუმენტების მაქსიმალურ დაცულობას.