ამოცანები და ფუნქციები
- ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მიღება;
- სახელმწიფო დაცვაზე მიღებულ დოკუმენტებზე სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა;
- საცავებიდან საქმეების გაცემა-დაბრუნება, მათ შორის დროებით სარგებლობაში;
- არქივსაცავებში დაცული დოკუმენტების რევიზია (საქმეების არსებობისა და ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება) და აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
- საჭიროების მიხედვით, არქივსაცავებში ფონდების გადაადგილება, ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით;
- საცავებში სანიტარული დღეების ჩატარება, მათი მოვლისა და დაცვის მიზნით;
- ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება;
- ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შესაბამისი წესების დაცვით გამოქვეყნება, თემატური ნუსხების, სამეცნიერო სტატიების, ნარკვევების, პუბლიკაციების, რადიო და ტელეგადაცემების, სხვადასხვა სახის გამოცემების (მათ შორის, ელექტრონული სახით) მომზადება;
- საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებითა და საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებისათვის გამოსაყენებლად, საარქივო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
- სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების, აგრეთვე, საარქივო დოკუმენტების პირებისა და დოკუმენტიდან ამონაწერების მომზადება;
- ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოფენების ორგანიზება;
- არქივმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინების დარგში სამეცნიერო-კვლევით მუშაობის ორგანიზება.