ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის დელეგაცია საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ნიდერლანდებში მიემგზავრება, სადაც 30-31 აგვისტოს ქალაქ ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონგრესში „არქივები საზღვრებს გარეშე“.
კონგრესი აღნიშნავს პირველ საერთაშორისო საარქივო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში საუკუნის წინ, 1910 წელს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ჰოლანდიის არქივისტთა ასოციაცია (KVAN) და არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA).
კონგრესი საერთაშორისო კონტექსტში არქივების ეფექტიან მმართველობას მიეძღვნება. პლენარული სესიების ძირითადი საკითხები იქნება: „საარქივო სოლიდარობა“, „ადამიანის უფლებები და არქივები“, „საზღვრებგადამკვეთი არქივები“ და „არქივები: სახელმწიფოს ფორმირება და ეროვნული თვითმყოფადობა“. 
კონგრესის ფარგლებში იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის არსებული და განვითარებადი ფორმების შესახებ; საარქივო და პროფესიული საზოგადოებების როლის შესახებ საზღვარგარეთ.