სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
- საუწყებო არქივებში ელექტრონული დოკუმენტების შექმნის და შენახვის მოთხოვნების განსაზღვრა და მათი აღსრულების მონიტორინგი;
- ეროვნული არქივის სისტემაში ციფრული არქივის ფორმირებისა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ეროვნულ არქივში დაცული ელექტრონული დოკუმენტების მუდმივი, ავთენტური და უსაფრთხო დაცვის სისტემის შემუშავება და მათდამი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- ციფრალიზების და ელექტრონული არქივირების სტანდარტების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა;
- ეროვნულ არქივში მიმდინარე დიგიტალიზაციის პროექტის ხელმძღვანელობა.