განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების დებულებების, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება;
- სტატისტიკური მონაცემების შედგენა და ანალიზი;
- ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების ორგანიზება;
- კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
- სტაჟირების კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში შემოთავაზებული სიახლეებისა და რეკომენდაციების დანერგვა.