განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- ეროვნული საარქივო ფონდის შევსების ხარისხის, მიმართულებებისა და ტემპების შესწავლა; ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების მუშაობის შედეგების ანალიზი, განყოფილებისათვის პროფილური საკითხების მიხედვით;
- დაწესებულებებში დროებით შენახული ეროვნული საარქივო ფონდის მოცულობისა და მდგომარეობის აღრიცხვის ორგანიზაცია, მონაცემების შეგროვება, ანალიზი და განზოგადება;
- ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციების კატეგორიების განსაზღვრა, ცენტრალური არქივების მიერ მომზადებული, მათი დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების სიების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;
- ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცული დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზაცია და შედეგებზე კონტროლი;
- დახმარების გაწევა სამინისტროებისათვის, მათი საუწყებო დოკუმენტების დარგობრივი ნუსხის შემუშავებაში;
- ცენტრალური საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა, ცენტრალური და ადგილობრივი არქივების საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიების მუშაობაზე კონტროლი;
- წინადადებების მომზადება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული დოკუმენტების ეროვნული არქივისათვის შეძენის შესახებ;
- დაწესებულებათა არქივებისა და საექსპერტო კომისიების ტიპობრივი დებულებების პროექტების შემუშავება;
- საქმისწარმოების წესების, პროფილური ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების ქართული ვერსიების მომზადება და დანერგვის ორგანიზაცია;
- დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი სემინარების მუშაობის ორგანიზაცია; ეროვნული არქივის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარება განყოფილებისათვის პროფილურ საკითხებზე.