განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- ეროვნულ არქივში სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზება;
- ეროვნული არქივის თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, კონფერენციებისა და შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ეროვნული საარქივო ფონდის სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სრულყოფა;
- საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის, მათი პუბლიკაციისა და გამოყენების პერსპექტიული თემატიკის განსაზღვრა;
- სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, გამოფენების, ექსკურსიებისა და ლექციების ჩატარების უზრუნველყოფა;
- ეროვნული არქივის მიერ შედგენილი სერიული და ერთჯერადი ნაშრომების გამოსაცემად მომზადება და გამოცემა;
- საარქივო საქმის განვითარების გეგმების განსაზღვრა, მუშაობის შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
- თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარება განყოფილების პროფილურ საკითხებზე;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება.