სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
- ეროვნული არქივის სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებებისა და გეგმების მომზადება;
- საპროექტო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
- ეროვნული არქივის სისტემაში მშენებლობების წარმოების და სხვა ანალოგიური ხასიათის ნებართვების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ეროვნული არქივის სისტემის ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, ორგანიზება;
- ეროვნული არქივის სისტემაში სამშენებლო, სარემონტო და საპროექტო საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- სამსახურებრივი კორესპონდენციების განხილვა და პასუხების მომზადება/რეაგირება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.