სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- ეროვნულ არქივის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად;
- ეროვნული არქივის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
- ეროვნული არქივის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ანალიზი;
- საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის წარმართვა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ არსებული კანონებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.