საქართველოს ეროვნული არქივში სტაჟირება გულისხმობს ეროვნულ არქივში ანაზღაურებად ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობას. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის, ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს. სტაჟირების კონკურსი ცხადდება „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.
ეროვნულ არქივში არაანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა - 1 თვიდან 1 წლამდე ვადით.
სტაჟირების გავლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №80 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“.