ოქტომბერი 548
en

სამეურნეო სამსახური

 

სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

  • ეროვნული არქივის სისტემის ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • სასაწყობო მეურნეობის წარმართვა და გამართული მუშაობა;
  • ეროვნული არქივის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ინვენტარის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფა;
  • ეროვნული არქივის სარგებლობაში მყოფი ავტოტრანსპორტის საწვავით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემის შექმნა და ხარჯვაზე კონტროლი, ასევე მათი  შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ეროვნული არქივის სარგებლობაში მყოფი ძირითადი საშუალებების - ინვენტარის - აღრიცხვა;
  • ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების შენობების დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება - ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატისა და ცენტრალური არქივების შენობაში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
  • ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატისა და ცენტრალური არქივების შენობაში სანიტარიული ნორმების დაცვა;
  • სამსახურებრივი კორესპონდენციების განხილვა და  პასუხების მომზადება/რეაგირება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.