ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის ფონდების ელექტრონული კატალოგი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი. ვებპროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

ეროვნული არქივის ვებგვერდზე (http://archives.gov.ge/ge/elektronuli-katalogebi) განთავსებულ მონაცემთა ბაზაში შესულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების - ცენტრალურ არქივებსა და ტერიტორიულ ორგანოებში - რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ ფონდებზე.

ფონდების შესახებ ინფორმაცია ეროვნული არქივის ვებგვერდის საშუალებით აქამდეც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ერთიან მონაცემთა საძიებო ბაზაში არ იყო თავმოყრილი.

სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს რომელი სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა თუ კერძო პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი ეროვნული სააარქივო ფონდის რომელი წლების, როგორი ხასიათის (მმართველობითი, პირადი წარმოშობის, ტექნიკური, პირადი შემადგენლობის)  დოკუმენტები ინახება ეროვნულ არქივში.

ელექტრონულ კატალოგში შეტანილი ინფორმაცია მუდმივად ახლდება. ამ დროისათვის მასში 13 ათასზე მეტი საარქივო ფონდია აღრიცხული.

ეროვნულმა არქივმა მუშაობა დაიწყო ფონდების ანაწერების კატალოგის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც უფრო გამარტივდება ფონდებში დაცულ  მასალაზე ინფორმაციას მოძიება.