ოქტომბერი 548
en

ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული ეროვნული არქივის კინოთეატრში

ეროვნული არქივის კინოთეატრში 22 მარტს ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნება. 

პროექტი „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას,  რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს, ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით ხორციელდება.

ანიმაციური ფილმები ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადადის და ციფრული რესტავრაცია უტარდება. მულტიპლიკაციური ფილმებს  ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება. პროექტის მიზანი ანიმაციური ფილმების მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა, ბავშვებისა და მოზარდების ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდაა. 

პროექტის ფარგლებში პირველი ჩვენება 22-28 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება: ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართული ფილმში“ დაცული 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმი,  რომლის რესტავრაცია უკვე განხორციელდა.

დაგეგმილია 8 სეანსის ჩვენება, რომლის ხანგრძლოვება 90 წუთს შეადგებს. თითოეულ სეანსში წარმოდგენილი იქნება ფილმები:

  • „წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი)
  • „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი)
  • „სახლობანა“ (1973 წელი)
  • „საზამთრო“ (1974 წელი)
  • „თერძი ბესო“ (1977 წელი)
  • „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983 წელი)
  • „ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი)
  • „მძლეთამძლე“ (1991 წელი)
  • „სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი). 

დასწრება თავისუფალია. 

განრიგი:

22 მარტი -      18:00

23 მარტი -      15:00, 18:00

24-27 მარტი - 15:00

28 მარტი  -      19:00

 პროგრამის კურატორები: გიორგი კაკაბაძე, გიორგი ხარებავა

ციფრული აღდგენა: გიორგი კაკაბაძე, შალვა მიქუტიშვილი