საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეთა საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების, ე.წ. „ლევილისა“ და „ჰარვარდის“ კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი დაამუშავა. ამ დროისათვის შექმნილია 20-ზე მეტი ფონდი. საისტორიო ცენტრალური არქივის მკვლევართა დარბაზში ხუთი პირადი ფონდის გაცნობა და შესწავლა უკვე შესაძლებელი გახდა.
„ლევილისა“ და „ჰარვარდის“ დოკუმენტები ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივს წლების წინათ გადაეცა. კოლექციებშია 1918-1990 წლების 100 000-მდე დოკუმენტი.
დოკუმენტები ეროვნულმა არქივმა სრულიად მოუწესრიგებელ მდგომარეობაში მიიღო - საქაღალდეებში ჩალაგებული დაშლილ-დაფურცლული სახით, ფონდობრივი კუთვნილების განსაზღვრის გარეშე, აღრეული ქრონოლოგიით, ფიზიკურად განადგურების პირას მდგარი გარკვეული რაოდენობის დასნებოვნებული დოკუმენტებით.
საისტორიო ცენტრალური არქივის თანამშრომელთა მიერ ლევილისა და ჰარვარდის კოლექციების დოკუმენტთა დამუშავების პროცესში შეიქმნა ფონდები: საქართველოს მთავრობის საქმეთა მმართველობა; ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის, მიწათმოქმედების, სამხედრო და მომარაგების სამინისტროები; ამიერკავკასიის კომისარიატი, ამიერკავკასიის სეიმი, სამხედრო გვარდიის შტაბი; საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთული ბიურო და სხვ.
დოკუმენტებს შორის გამოიყო პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეთა - ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ნოე რამიშვილის, სიმონ მდივნის, კონსტანტინე კანდელაკის, კონსტანტინე გვარჯელაძის, რაჟდენ (მიშა) არსენიძისა და სხვათა პირადი ფონდები.
დღეიდან საისტორიო ცენტრალური არქივის მკვლევართა დარბაზში უკვე ხელმისაწვდომია შემდეგი პირადი ფონდები:
1. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია, მაღალი რანგის პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უცვლელი თავმჯდომარე, საქართვე-ლოში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ე.წ. ,,მესამე დასის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი, პუბლიცისტი და მრავალი ნაშრომის ავტორი. გარდაიცვალა 1953 წლის 11 იანვარს ქ. ვანვში 85 წლის ასაკში.
ფონდი მოიცავს 1918-1963 წლების 342 შესანახ ერთეულს.
2. აკაკი ივანეს-ძე ჩხენკელი - სოციალ-დემოკრატი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი; ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის ხელმძღვანელი ოსმალეთის მთავრობასთან გამართულ ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი; 1921-1933 წლებში საქართველოს მთავრობის საგანგებო ელჩი და სრულუფლებიანი მინისტრი საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. გარდაიცვალა 1959 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ფონდი მოიცავს 1917-1959 წლების 452 საქმეს.
3. ნიკოლოზ (კარლო) სიმონის-ძე ჩხეიძე - ევროპული მასშტაბის ერთ-ერთი გამოჩენილი პარტიული მოღვაწე; 1917 წელს პეტერბურგის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების წინამძღოლი და მათი ურყევი ლიდერი. 1918 წლის 26 მაისიდან ჯერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის, ხოლო 1919 წლის მარტიდან დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე; პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მეთაური. გარდაიცვალა ლევილში 1926 წელს. დაკრძალულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.ფონდი მოიცავს 1919-1926 წლების 135 საქმეს.
4. კონსტანტინე იაგორის-ძე გვრჯალაძე - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე; ემიგრაციაში ყოფნისას, 1921-1925 წლებში, ელჩი სტამბოლში, 1925 წლიდან დიპლომატიური წარმომადგენელი ლონდონში. გარდაიცვალა 1964 წელს, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ფონდი მოიცავს 1918-1954 წლების 85 საქმეს.
5. ევგენი პეტრეს-ძე გეგეჭკორი - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1918 წლის ნოემბრიდან 1954 წლამდე; გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. გარდაიცვალა 1954 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ფონდი მოიცავს 1918-1954 წლების 47 საქმეს.
აღსანიშნავია, რომ ემიგრაციის არქივიდან უკვე შექმნილი ყველა ფონდი მკვლევართათვის ხელისაწვდომი გახდება ეტაპობრივად, 2011 წლის განმავლობაში. წელსვე დასრულდება არქივის მთლიანად დამუშავება.