იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის ხსენების დღეს ამ მეფესთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
ლუარსაბ II (1592-1622) 14 წლის, 1606 წელს, მამის, გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. 1614 წელს, როდესაც მეფე ლუარსაბი თბილისში მყოფ ირანის შაჰს ქართლის აოხრებისაგან დასახსნელად ეწვია, შაჰ-აბას I-მა იგი საპყრობილეში ჩასვა. მეფეს შაჰმა გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც ვერ დაიყოლია. 8-წლიანი ტყვეობის შემდეგ ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით ციხეში მოკლეს.
საქართველოს ეკლესიამ მამულისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული მეფე წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 4 ივლისი.
ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული მასალა მეფე ლუარსაბზე მცირეა, მაგრამ შთამბეჭდავი. ქვემოთ წარმოდგენილ ნუსხაში კარგად ჩანს მეფე ლუარსაბის მოღვაწეობის მრავალფეროვნება: ზრუნვა ნასოფლარების აღდგენაზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ეკლესიის გაძლიერებაზე, როგორც საქართველოში, ისე იერუსალიმის ქართული ეკლესიებისა და სხვა. ხშირად ქართლის მეფეები მეფე ლუარსაბის მიერ გაცემულ სიგელების საფუძველზე ამტკიცებდნენ განაჩენებს და ანახლებდნენ წყალობისა და შეწირულების წიგნებს.
ქართულ ხელნაწერთა კოლექცია:
1. XVIII საუკუნე. კრებული. თავნაკლული. ნუსხური. პირველი ოთხი ფურცელი ეძღვნება მეფე ლუარსაბს - წმ. ლუარსაბ მეფის სვინაქსალური ცხოვრება და ლიტურგიკული მსახურება. - ,,ქუეყანათა ზენა განსწავლებს სავანეთა, ყოფადთა მცნობი, ბრძენი და ახოვანი მეფე ლუარსაბ დღეს იდიდებოდენ ... რომელმან მოგწყვდნეს თქუენ, ჰგონებდეს ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმერთსა".
2. XIX საუკუნის დასაწყისი. კრებული. მხედრული. წამება წმიდისა და ნეტარის მეფისა ლუარსაბისი (1622 წ.) - ,,აწ, ვახსენოთ წამება წმინდისა და დიდებულისა ლუარსაბ მეფისა, რომელი იქმნა წამება ამისი უსჯულოისა მეფისა მიერ შაჰ-აბაზის მიერ".
3. 1839 წელი. ანტონ კათალიკოსი - მცირე ქართლის ცხოვრება. სიტყვა მეათორმეტე - ლუარსაბის მეფობისა დასაბამსა იყო ფრიად მძლავრება სპარსთა საქართველოთა ზედა, გარნა ლუარსაბის მეფობასა შინა ვერცარა მძლავრება სპარსთა საქართველოთა ზედა".
ძველი ქართული საბუთების დედნების კოლექცია:
4. 1608 წლის. 29 ივლისი. მამულის წყალობის წიგნი მეფე ლუარსაბისა ბოქაულთუხუცეს დავითისადმი. უწყალობა ზემო ქართლში მდებარე სოფელი აბანო თავისი ,,სამართლიანის სამძღურითა".
5. 1609 წლის 14 თებერვალი. ადგილ-მამულის წყალობის განახლების წიგნი მეფე ლუარსაბისა გორელი ვაჭრის მამუკა მესხასატურაშვილისადმი. ერთგული სამსახურისათვის უწყალობა სახლი თავისი არემარეთი, ქულბაქები (მცირე ზომის დუქანი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე მდებარეობდა) და სამთვლიანი წისქვილები. მეფე საბუთს ამტკიცებს ბეჭდითა და ხელრთვით. მოგვიანებით 1641 წ. იგივე საბუთს ამტკიცებენ მეფე როსტომი და დედოფალი მარიამი.
6. 1613 წელი მამულის წყალობის წიგნი მეფე ლუარსაბისა ასპან ამირეჯიბისადმი. ერთგულებისათვის უწყალობა წაღულში მდებარე მამულები.
ძველი ქართული საბუთების პირების კოლექცია:
7. 1607 წელი. ბრძანება მეფე ლუარსაბისა, სიონის ღმრთისმშობლის ეკლესიის ყმების საბალახესაგან (პირუტყვის საძოვრის გადასახადი) გათავისუფლების შესახებ.
8. 1608 წელი. ნასოფლარ ტანძუტის წყალობის წიგნი მეფე ლუარსაბისა გოგიბაშვილისადმი. გარდა ამისა უწყალობა სომხითში (საბარათიანო) მცხოვრები ორი კომლი გლეხი.
9. 1608 წელი. სითარხნის (გადასახადებისაგან გათავისუფლება) წიგნი მეფე ლუარსაბისა და დედოფალ თამარისა წმ. გიორგის ბობნახეველი ყმებისადმი.
10. 1609 წელი. სოფლის წყალობის წიგნი მეფე ლუარსაბისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი. უწყალობა ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონი სოფელი კრკონი ქვეშისხევში.
11. 1610 წელი კათალიკოსმა ზებედემ მეფე ლუარსაბის ნებართვით ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზის ძე გედევანიშვილს უბოძა ერედვში მცხოვრები ყმა თავისი მამულით.
12. 1611 წელი. ყმების შეწირულების წიგნი დედოფალ თამარისა (მეფე ლუარსაბის დედა) სვეტიცხოველისადმი, რათა ელოცათ ლუარსაბის კეთილდღეობისათვის.
13. 1613 წელი. სოფლების თერგისისა და სოლაღაშენის შეწირულების წიგნი მეფე ლუარსაბისა იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიისადმი. შეწირა თავისი დის ხორეშანის ქორწინებასთან დაკავშირებით საკანონოდ (ცოდვის მოსანანიებელი გადასახადი).
14. 1641 წელი. სასახლის გალავნისა და მამულის წყალობის განახლების წიგნი მეფე როსტომისა გორელი ვაჭრის ალიხანა ქიქილასშვილისადმი. განუახლა მეფე ლუარსაბის მიერ გაცემული წყალობა.
15. 1689 წელი. განაჩენი იოთამიშვილებსა და არეშიშვილებს შორის სოფელ ვარხუნის საზღვრებზე დავის შესახებ. შერმადინ იოთამიშვილმა სასამართლოში წარადგინა მეფე ლუარსაბის მიერ დამტკიცებული განაჩენი, რის საფუძველზეც მოხდა სამართლის აღსრულება.