საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სააქციო საზოგადოება „ქართულ ფილმსა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც კინომემკვიდრეობის დოკუმენტების დაცვას შეეხება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, „ქართული ფილმის“ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ არქივს შესანახად გადაეცემა „ქართული ფილმის“ საცავებში არსებული 4 ათასამდე დოკუმენტი, მათ შორის: 1000-მდე ფილმის 3000-ზე მეტი ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარი, სამონტაჟო ფურცლები; რეჟისორების, მსახიობების, სცენარისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრების 1000-მდე პირადი საქმე.
თანამშრომლობის მემორანდუმის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს კინოფირების, გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოების, ესკიზების, აფიშებისა და კინოწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალის შესანახად გადაცემას ეროვნული არქივისათვის. დოკუმენტების მესაკუთრედ უცვლელად დარჩება „ქართული ფილმი“.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით, „სხვადასხვა საცავში გაბნეული კინომასალის თავმოყრა ეროვნულ არქივში, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დოკუმენტების უკეთ დაცვას, მეორე მხრივ კი მკვლევარებს გაუიოლებს მათთვის საინტერესო მასალის მოძიებას“.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ეროვნულ არქივში აქამდე დაცულ მასალებს, რომელიც დოკუმენტურ ფილმებს შეეხებოდა, დაემატება მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებთან დაკავშირებული მასალა. „ახალგადაცემული დოკუმენტები დამუშავდება, დამზადდება ანაწერები და კატალოგები და „ქართული ფილმის“ წერილობითი თანხმობის შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მისი გაცნობის საშუალება“, - განაცხადა თეონა იაშვილმა.