ოქტომბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალი 24 მაისს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალი 24 მაისის, 16:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიების ბმული: https://zoom.us/j/99978397003?pwd=eHJaN2o3YmFFemJEWWxwYm9zenBtdz09

პროექტის დასკვნით ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 43 სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე უნდა დაწერონ და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნო. 10 საუკეთესო ნაშრომი 3 ივნისს გამოცხადდება.
 
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - ტარდება.