საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი ნანა მჭედლიძის ფილმით „პირველი მერცხალი“ დასრულდა. ჩვენება მსახიობ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
17-და 20 სექტემბრის ჩათვლით საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა მაყურებელმა თემაზე „კინო – ისტორიის მემატიანეა“ საქართველოს, აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციებში დაცული 30-მდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი იხილა.
ფესტივალს სტუმრობდნენ: მალტის ეროვნული არქივის ხელმძღვანელი ჩარლზ ფარუჯა, ჩეხეთის ეროვნული არქივის დირექტორი მიხალ ბრეგანტი, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელი რუი მაჩადო, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ჰეიდი ჰოლმსტრომი, ბულგარეთის ეროვნული კინოარქივის წარმომადგენელი გალია ჟეკოვა და მოლდოვის ეროვნული საარქივო სააგენტოს წარმომადგენელი აურელია ფელია.
საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა.