იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში დაცულია მეცნიერ ვახტანგ გურგენიძის პირადი ფონდი, რომლის შესახებ ინფორმაცია ეროვნული არქივის ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
აღმოსავლეთმცოდნე, პედაგოგი ვახტანგ გურგენიძე 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ არქივს, რომელიც 1970 წელს მისი ინიციატივით დაარსდა და წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ფონდით შეივსო.
საარქივო საქმიანობის გარდა, ვახტანგ გურგენიძე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა ქართველ პოეტებთან, მწერლებთან, ხელოვანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან; აქტიურად მონაწილეობდა ერის კულტურულ ცხოვრებაში, შედეგად, მისი პირადი არქივი შეივსო უმნიშვნელოვანესი მასალებით. ვახტანგ გურგენიძის გარდაცვალების შემდეგ მისი არქივი ლიტერატურისა და ხელოვნების არქივს მისმა ვაჟმა, დავითმა საჩუქრად გადასცა.
ფონდი მოიცავს 1884-1999 წლების 1604 საქმეს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ეთმობა: ვაჟას, ილიას, გალაკტიონს, ივანე ჯავახიშვილს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საეკლესიო მოღვაწეებს. აქ არის: საქართველოს პროკურატურის საქმეები, უმაღლესი სასამართლოს სხდომის სტენოგრამები და სხვა მასალა ილიას ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით; გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერები, ჩანახატები, უბის წიგნაკები და პირადი ნივთები. დოკუმენტები კონსტანტინე გამსახურდიას, ქრისტეფორე რაჭველიშვილის, ვანო სარაჯიშვილისა და სხვათა შესახებ; მდიდარი ფოტომასალა; პლაკატები და აფიშები; მე-19- მე-20 საუკუნეების ჟურნალ-გაზეთები და კრებულები, მათ შორის, ემიგრანტული.
1955 წელს მესხეთ-ჯავახეთში მოგზაურობისას გალაკტიონ ტაბიძე თავის დღიურებში წერდა: „ვახტანგ გურგენიძე ჩემთან მოვიდა 7 საათზე... 10 საათზე უნდა გავემგზავროთ ... ვახტანგს თან აქვს ფოტოაპარატი... ვახტანგი გენიალურია...“. ამ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები ვახტანგ გურგენიძის პირადი არქივის ნაწილია.
ფონდშია თავად ვახტანგ გურგენიძის ბიოგრაფიული, სამსახურებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები: ჩანაწერები, დღიურები, უბის წიგნაკები; ნარკვევები და პუბლიკაციები: ლიტერატურის, ხელოვნების, განათლების საკითხებზე; მეთოდური სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, წიგნები: „წმინდა მარიამის წილხვედრ ქვეყანაში“, „გვირგვინოსანი თამარი“, „ივანე ჯავახიშვილი“, „ქართული ქორეოგრაფიის პატრიარქი“, „ცხოვრება წამებულ მამულიშვილისა” და სხვა.
ვახტანგ გურგენიძის პირადი ფონდის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.