ოქტომბერი 548
en

აკაკი შანიძის გადარჩენილი ხელნაწერი - კვირის დოკუმენტი

"ამ პარკით ხილი ეყიდნათ ერთს დუქანში. ა. შანიძე 20/VII. [1]921".

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია აკაკი შანიძის მიერ გადარჩენილი, მე-18 საუკუნის ხელნაწერის - „ყარამანიანის“ ფრაგმენტი.

ხელნაწერმა დღემდე მხოლოდ ამ ფრაგმენტით მოაღწია. დაცულია ეროვნულ არქივში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia