ოქტომბერი 548
en

არქივების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ხვალ გაიხსნება

9 ივნისს, 16:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნება არქივების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.

საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებელი იხილავს ეროვნულ არქივში დაცულ ფოტოებსა და წერილობით დოკუმენტებს, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებს შეეხება. ამ ქვეყნებს შორისაა: იტალია, პოლონეთი, თურქეთი, შვედეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ბელგია და სხვ.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ეროვნულ არქივში დაცული მასალების სიმდიდრე და მრავალფეროვნება. 

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

გამოფენა 19 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.