ოქტომბერი 548
en

დღეიდან ეროვნული არქივის რეგიონული და ადგილობრივი არქივების მკვლევართა დარბაზების მუშაობაც განახლდა

დღეიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რეგიონული და ადგილობრივი არქივების მკვლევართა დარბაზების მუშაობაც განახლდა.

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიღებული აქვს მკვლევართა დარბაზში მუშაობის ნებართვა. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მკვლევართა დარბაზში იმოქმედებს შეზღუდვები და მკვლევარებმა უნდა დაიცვან შემუშავებული რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეუქმნან გარშემომყოფებს. 

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.