საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურის მუშაკთათვის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო. სწავლების თემაა: „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები”.
ღონისძიებაში მონაწილეობს: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სატყეო დეპარტამენტის, გარემოს დაცვის ინსპექციის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სსიპ ენერგოგენერაციის, ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 13 თანამშრომელი.
სემინარზე განიხილება შემდეგი საკითხები: დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაცია; მმართველობითი დოკუმენტების მომზადება-გაფორმება; საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა ანაწერების შედგენა-გაფორმება; დაწესებულების არქივის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფა და აღრიცხვა; დაწესებულების არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატი და დოკუმენტების გამოყენება.
სემინარის მსვლელობისას პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება.