საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის შესწავლის მსურველთათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 5-9 თებერვალს სასწავლო კურსი ჩატარდება. მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც საქმისწარმოებისა და საარქივო საქმესთან დაკავშირებულ სფეროებში მუშაობს და საჭიროებს ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან მუშაობს მენეჯერის პოზიციაზე და სურს დეტალურად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.
კურსის მიზანია საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba