ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის კინოდარბაზში 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა დაიწყო

რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივა - „60-იანი წლების ქართული კინო“ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 27 მაისს მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე, რომელიც 19 ივნისის ჩათვლით გაგრძლდება, ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: ლანა ღოღობერიძის „ფერისცვალება“, ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას „თეთრი ქარავანი“, ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“, გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და „ფიროსმანი“, ალექსანდრე რეხვიაშვილის „მე-19 საუკუნის ქრონიკა“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“, ელდარ შენგელაიას „შერეკილები“, მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი, მწვანე ველი“ და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება". რეტროსპექტივას დახურავს თენგიზ აბულაძის "მონანიება".

ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.