საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარემ, მალტის ეროვნული არქივის დირექტორმა, კონფერენციის საპატიო სტუმარმა ჩარლზ ჯ. ფარუჯამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გასხნეს.
კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA-ის) პრეზიდენტი დევიდ ფრიკერი.
სამდღიან კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
∙ არქივთმცოდნეობა
∙ წყაროთმცოდნეობა
∙ სიძველეთმცოდნეობა
∙ ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია
∙ ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)
∙ საბუნებისმეტყველო კვლევები
∙ კულტურათაშორისი კომუნიკაციები
∙ რესტავრაცია-კონსერვაცია
∙ ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები
∙ კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი
∙ საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში
კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში.