ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტები ცნობილია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალურ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით მოქმედი 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი გადავიდა.

 

200-ზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XI კლასელებისგან შემდგარ გუნდებს შორის ნახევარფინალური თამაში 22 აპრილს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართა.

 

ნახევარფინალური თამაშის დებულების თანახმად, ფინალში გადავიდა საუკეთესო ქულის მქონე 40 გუნდი. შესაძლებელი 20  ქულიდან მათ 15 და მეტი ქულა მოაგროვეს. პროექტის გამარჯვებულები 27 მაისს დაგეგმილ ფინალურ თამაშზე გამოვლინდებიან.

 

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის“ ინტელექტუალური თამაში პრინციპით ტარდება.

 

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2024-1