„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნების გასაცნობად ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე განხილული იყო მონაცემთა დაცვის ახალი კანონის ძირითადი საკითხები: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები, საფუძვლები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები, მონაცემთა უსაფრთხოების ზომები და სხვა.
ტრენინგის 120-მდე მონაწილემ პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, ავთანდილ ლეფსვერიძისაგან მიიღო რჩევები და რეკომენდაციები, რაც მათ მუშაობის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფასა და ამ მიმართულებით სავალდებულო წესების დაცვაში დაეხმარება.