ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივი 2013 წლის 9 თვის განმავლობაში 38 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი 2013 წლის 9 თვის განმავლობაში 38 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა. 

საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი არქივებიდან მოქალაქეებმა 38 000-მდე თემატური და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობა მიიღეს, მკვლევართა დარბაზებში კი 940 ადამიანმა იმუშავა, რომელთაგან 55 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. მათ შორის: აშშ-ს, კანადის, ინგლისის, ჩეხეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მოქალაქეები. 

ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან მოქალაქეები, ძირითადად, ითხოვენ შემდეგ დოკუმენტებს: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; განათლების ფაქტის დამდასტურებელი ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.

ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, ასევე, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში.

რაც შეეხება მკვლევარებს, 2013 წლის 9 თვის განმავლობაში ისინი მუშაოდნენ შემდეგ თემებზე: ჩრდილოეთ კავკასიელი მუჰაჯირების ემიგრაცია, მათი გასახლება ოსმალეთის იმპერიაში; რუსეთ-თურქეთის ომი; სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება მე-19-მე-20 საუკუნეების დაღესტანში; სახელმწიფო საზღვრების დადგენა რუსეთ-თურქეთ-ირანს შორის; მუსულმანთა სასულიერო მმართველობა კავკასიაში და სხვ.