ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის ახალი ვებგვერდი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის განახლებული ვებგვერდის - www.archives.gov.ge - პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილების უფროსმა გიორგი სოფრომაძემ გამართეს. 

ეროვნული არქივის ახალი ვებგვერდი მრავალფეროვანია როგორც შინაარსობრივად, ისე ფუნქციურად. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების გარდა, ის მოიცავს ეროვნული არქივის  სერვისების აღწერას, საარქივო დოკუმენტების კატალოგებსა  და კოლექციებს. აქვეა ინფორმაცია მიმდინარე პროქტების, გამოფენების შესახებ, განთავსებულია სხვადასხვა გამოცემის ელექტრონული ვერსია და ა.შ. 

საიტის მომხმარებელს შეუძლია, ელექტრონულად გაეცნოს ცენტრალური და რეგიონული არქივების ფონდების სიას და წარმოდგენა შეიქმნას ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების შესახებ; ტერიტორიული ერთეულების მიხედვით მოიძიოს ინფორმაცია საეკლესიო და საკომლო ჩანაწერების არსებობის თაობაზე; მოძებნოს წიგნი ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის კატალოგში; გაეცნოს სხვადასხვა გვარის ისტორიას; მოიძიოს ფოტო სპეციალურ კატალოგში; გამოიწეროს სიახლეები და დასვას კითხვა მისთვის საინტერესო თემაზე. 

საიტზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივად ახლდება, ამიტომ  ეროვნული არქივის საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციის მუშაობის თაობაზე ამომწურავი და ახალი ინფორმაციის მიღება ყოველთვის შეუძლიათ