ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ ეცადაშვილი დღეს გაემგზავრა უკრაინაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ბიბლიოთეკები და საინფორმაციო რესურსები თანამედროვე ცხოვრების მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროში“.
 ქალაქ სუდაკში დაგეგმილი ღონისძიება ბიბლიოთეკების საერთაშორისო  ფედერაციის ეგიდით 2010 წლის 5-დან 13 ივნისამდე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ქვეყნის ბიბლიოთეკების, გამომცემლობების, წიგნის ასოციაციების წარმომადგენლები, მეცნიერები.
კონფერენციის ძირითადი თემაა მოქალაქეთა მომსახურების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა. ყურადღება დაეთმობა სახელმწიფოთაშორისი პროგრამების განხორციელებას მეცნიერებისა და განათლების სფეროში საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზე.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება საბიბლიოთეკო და საგამომცემლო პროდუქციის გამოფენა.