ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრატორები კერძო არქივებში დაცულ დოკუმენტებზეც მუშაობენ

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის მომსახურებით სარგებლობა კერძო პირებს და ორგანიზაციებსაც შეუძლიათ. 
აქამდე ლაბორატორია მხოლოდ ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების რესტავრაციას ატარებდა. 
კვალიფიციური რესტავრატორები თანამედროვე მეთოდებით რესტავრაციას უტარებენ როგორც ქაღალდსაფუძვლიან, ისე პერგამენტზე შესრულებულ საბუთებს, წიგნებს, ფოტოებს, სხვა სახის დოკუმენტებს. 
ლაბორატორიის ახალი მომსახურებით პირველად მოქალაქე ნინო ერისთავმა ისარგებლა, რომელმაც რესტავრატორებს 1937 წელს რეპრესირებული მამის – გიორგი ერისთავის დიპლომების აღსადგენად მიმართა. 
ქაღალდსაფუძვლიანი დოკუმენტები ქიმიური ნივთიერებებით დამუშავდა, გაიწმინდა, აღდგა ნაკლული ადგილები და პირვანდელი სახე დაუბრუნდა.