ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი

1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის შესახებ ეროვნული არქივი სკოლის მოსწავლეთათვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ეროვნულმა არქივმა პირველი აქტივობა თბილისის 102-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ არქივის წარმომადგენლებს მე-9 კლასის მოსწავლეები პრეზენტაციით დახვდნენ.

ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად თბილისის 21 საჯარო და კერძო სკოლა დარეგისტრირდა. ამ სკოლების მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეთათვის ეროვნული არქივის წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესახებ პრეზენტაციებს 20 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გამართავენ.

ფინალურ ეტაპზე, 25 მაისს, ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე თითოეული სკოლის მიერ შერჩეული 5-კაციანი გუნდი.  

ვიქტორინას შეაფასებს სპეციალური ჟიური.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“ და  დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით.

 

იხილეთ მასალა, რომლის საფუძველზეც მომზადდება კითხვები ვიქტორინისათვის:

1. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - პრეზენტაცია

2. ალექსანრე ბენდიანიშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ (1918-1921) - ნაწილი 1; ნაწილი 2