ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში „საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დასრულდა. 20 აპრილს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა 5 წარმატებულ სტაჟიორს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შერჩეულმა კანდიდატებმა სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა საისტორიო ცენტრალურ არქივში, საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებასა და დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილებაში გაიარეს.

პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა არქივმა ერთი სტაჟიორი დაასაქმა.

სტაჟირების ახალი ეტაპი 6 აპრილს დაიწყო. ათი სტაჟიორი პროგრამას საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადის.