ოქტომბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა თსუ პროფესიული სწავლების ცენტრის სტუდენტებს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის პროგრამა „საოფისე საქმის“ სტუდენტები, რომლებიც „დოკუმენტების არქივისთვის გადაცემის მომზადების“ მოდულს სწავლობენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მუშაობას გაეცნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის დოკუმენტების საცავი, იქ დაცული ისტორიული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტები; ამასთან, გაეცნენ  დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის ფუნქციებისა და მუშაობის ზოგადი პრინციპების შესახებ.

საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან, რათა საარქივო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ამ დარგის მუშაობის სპეციფიკა გააცნოს.