ოქტომბერი 548
en

გამოფენა „მერაბ კოსტავა - 80“ 22 მაისს გაიხსნება

საქართველოს ეროვნული არქივი მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს გამოფენით აღნიშნავს.

საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია პირად არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ, გადასცა.

გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

დღეს კი ეროვნული არქივის კინოთეატრში კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს“ 2013 წელს არის გადაღებული და მერაბ კოსტავას ეძღვნება.